პოსტები სოციალური ქსელიდან

მთავრობავ, გადადგით ნებისმიერი კანონიერი ნაბიჯი ამ კრიმინალების ასალაგმად-თეა ფირცხალავა

Nusagi

,,აი, ახლა, მიშას და ქუჩის ოპოზიციის უცხოელი “სტიმულატორების” ნაწილის მიერ ნაციონალების “ხათრით” გაკეთებული ზომიერი კომენტარებისა და მეორე ნაწილის მიერ გაუგონრად აღვირახსნილი, საქართველოს შეურაცხმყოფელი და დაუსაბუთებული ბრალდებების გამოტყორცნის ფონზე, კარგად გამოჩნდება ჩვენი ხელისუფლების მარიფათი, პრინციპულობა და ნათქვამი სიტყვის ფასი.

არავითარი ახალი არჩევნები, არავითარი სააპელაციო სასამართლო და არავითარი დათმობა კრიმინალების წინაშე. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, იცოდეთ, თუ ხალხს მოთმინების ფიალა აევსო, თქვენი ნებართვის გარეშე გადათელავს ნაციონალებს, მათ კარვებს და იქ “დაცულ” ნაციონალ ექსპონატებს, თავიანთი ლიდერებიანად და იმ გადამთელავების მოწინავე რიგებში ერთ-ერთი მეც ვიქნები, ასაკის და სქესის მიუხედავად, რადგან კარგად მახსოვს, როგორ ვაპროტესტებდით მიშას რეჟიმის უპრეცედენტო აღვირახსნილობას და კრიმინალურ ქმედებებს უწყვეტი 3-4 თვის განმავლობაში და როგორ ფეხებზე ვეკიდეთ იმ გადამთიელ “კეთილისმსურველებს”, რომლებმაც უმალ გაიღვიძეს, როგორც კი მათ უკრაინელ ბასტარდს დასჭირდა…

მთავრობავ, გადადგით ნებისმიერი კანონიერი ნაბიჯი ამ კრიმინალების ასალაგმად. იცოდეთ, ზემოხსენებული “გულშემატკივრები” და კრიტიკოსები ვერაფერს დაგაკლებენ, მით უფრო მაშინ, როდესაც სიმართლე და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერა თქვენს მხარესაა.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა ფირცხალავა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: