PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა პირველი მარტიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოზე, ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით.
პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები:
⚫აზერბაიჯანი
⚫უკრაინა
⚫ყაზახეთი
⚫რუსეთი
⚫ბელარუსი
სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, –აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Facebook Comments Box