შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დაშვებული იქნება.
ამასთანავე, ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მიმდინარე კვირიდან მოიხსნება.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვლიდან შეზღუდვა იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზეც.
Facebook Comments Box