საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს და წუხს, რომ ისრაელის ელჩის სატელევიზიო ინტერვიუ მედიასაშუალებამ კონტექსტიდან ამოიღო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
ისრაელის საელჩოს განცხადება: ისრაელის საელჩო წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ელჩის რან გიდორის მიერ გუშინ მიცემული სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის.
გადაცემის დროს ელჩმა ნათლად აღნიშნა, რომ ისრაელი არ იჭერს რომელიმე მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში. ისრაელის საელჩო, საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, გამოთქვამს იმედს, რომ უმოკლეს დროში მოხდება ამ კრიზისის დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგის გზით იმ კომპრომისის მოძებნა, რომელიც მისაღები იქნება ამ პროცეში ჩართული შესაბამისი მხარეებისთვის.ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.