პოლიტიკა

„პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ – კალაძე

Nusagi

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები და განცხადებები, რაც დასავლელი მეგობრების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა. 

კალაძის თქმით, ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა.

კალაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დისკუსია და საუბრის დაწყება მნიშვნელოვანია, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება

ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: