უცხოური მედია

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრატეგიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი უსაფრთხოების ევროპული წესრიგის გამოწვევად არის დასახელებული

Nusagi

რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.

„მთიან ყარაბაღში, უკრაინაში, საქართველოსა და დნესტრიპირეთში მიმდინარე, გადაუჭრელი კონფლიქტები, უსაფრთხოების ევროპული წესრიგის უგულვებელყოფის შედეგს წარმოადგენენ“, – განაცხადა ლინდემ და განმარტა, რომ მსგავს გამოწვევებს ნეგატიური გავლენა აქვს შვედეთზეც.

შვედმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ განხორცილებულ აგრესიულ პოლიტიკაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა მიუღებელია. „საერთაშორისო სამართლის ასეთი დარღვევები ძირს უთხრიან უსაფრთხოების ევროპულ წესრიგს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მყარ საფუძველს ქმნიან“, – აღნიშნა ან ლინდემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,213 ნახვა
%d bloggers like this: