ჯანდაცვა

ცნობილია, რამდენი ადამიანია სამიზნე ჯგუფში, რომლებიც კოვიდვაქცინით პირველ რიგში აიცრებიან

Nusagi

„დღევანდელი მდგომარეობით სურათი საკმაოდ კეთილსაიმედოა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა უკვე 500-ზე ნაკლებია რამდენიმე დღეა და დადებითობის მაჩვენებელიც 2%-ს მიუახლოვდა.

„სასურველი იქნებოდა, რომ დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე ქვემოთ ჩამოვიდეს. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტესტირების ტემპი არ უნდა დავარდეს. ის 20 000 სამიზნე, რაც გვაქვს ყოველდღიურად ტესტირებისთვის, ეს უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ვაქცინაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დიდია ინტერესი.

„ერთი წუთითაც არ შეგვიჩერებია მუშაობა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აქ ჩვენი მთავარი პარტნიორი არის Covax პლატფორმა. გარკვეული გადავადება მოხდა Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს და მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის დასაწყისში ეს საკითხიც გადაწყდება და ასევე, Astrazeneca-ს ვაქცინებსაც ველოდებით უკვე მარტისთვის.

მისივე თქმით, პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.

„პირველ ეტაპზე გამოყოფილია დაახლოებით 57 000 ადამიანი პირველ სამიზნე ჯგუფში. მათი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. შემდეგ გადავალთ ასაკობრივ ჯგუფებზე, თავშესაფრის ბენეფიციარები, მათი თანამშრომლები და ასაკობრივი ჯუფები, ქრონიკული დაავადებების მქონეები. დაახლოებით მილიონ 700 000 ადამიანი უნდა მოვიცვათ წლის ბოლომდე.

დღეს არის დიდი კონკურენცია და დიდი მოწოდება, მაგრამ არის საიმედო პროგნოზები, რომ იქნება ახალი ვაქცინები – რეალურია მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს. მეორე, მესამე კვარტალი უფრო სწრაფი იქნება ვაქცინაციის კუთხით როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში, სადაც არ დაწყებულა ვაქცინაცია და ასეთი დაახლოებით, 173 ქვეყანაა, მაგრამ მარტიდან და აპრილიდან სავარაუდოდ ყველგან დაიწყება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: