უცხოური მედია

აშშ ჩინეთს ადანაშაულებს, რომ ამერიკელ დიპლომატებს ანალური ხვრელიდან უღებენ ნიმუშს ტესტისთვის

Nusagi

აშშ ჩინეთს ადანაშაულებს, რომ ამერიკელ დიპლომატებს, კოვიდ19-ზე ტესტის ნიმუშის ანალური ხვრელიდან აღებას აიძულებს. ამის შესახებ Vice იუწყება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემას შეატყობინა, რომ აშშ-დან ჩინეთს პროტესტით მიმართეს, როდესაც შეიტყეს, რომ საელჩოს თანამშრომლები აიძულეს, ასეთი ტესტი გაევლოთ.

„სახელმწიფო დეპარტამენტს არასდროს უთქვამს თანხმობა ასეთი სახის მოპყრობაზე მისი დიპლომატების მიმართ და პროტესტით ქვეყნის საგარეო უწყებას მიმართა, როდესაც ამის შესახებ გახდა ცნობილი“,- განაცხადა წარმომადგენელმა.

მანვე დასძინა, რომ ამის შემდგომ, ჩინეთმა აშშ-ს შეატყობინა, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა ტესტები შეცდომით ჩააბარეს და ისინი არ იყვნენ ვალდებულნი, კორონავირუსის ტესტისთვის ნაცხი ანუსიდან ჩაებარებინათ, რაც ჩინეთში გავრცელებული პრაქტიკაა ვირუსის მეტი სიზუსტით აღმოსაჩენად. 

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელ დიპლომატებს შეატყობინა, რომ ასეთ ტესტებზე უარი განაცხადონ.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ხუთშაბათის ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ჩინეთს არასდროს მოუთხოვია ამერიკელი დიპლომატებისგან ტესტის ნიმუში ანალური ხვრელიდან ჩაებარებინათ.

ჩჟაომ არ დააკონკრეტა, ჩააბარეს თუ არა აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ნაცხი ანუსიდან .

ფოტო (business insider) – პეკინში მედიცინის მუშაკი ტესტის ნიმუშს იღებს ყელიდან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: