ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის ისეთი მომწოდებლები, როგორიცაა, მაგალითად, AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება, – ამის შესახეb „გარდიანი“ წერს.
„თუ კომპანიები არ ასრულებენ თავიანთ სახელშეკრულებო, საექსპორტო ვალდებულებებს, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საექსპორტო რეჟიმის შესახებ. ეს არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ იბადება კითხვა: პატივს სცემს ხელშეკრულებას კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ევროპაში წარმოებული ვაქცინა? ექსპორტის უდიდესი ნაწილი, 95%, BioNTech / Pfizer–ის მიერ ხორციელდება, დანარჩენი – Moderna-ს მიერ. ორივე კომპანია პატივს სცემს კონტრაქტს და მათ შემთხევაში, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ AstraZeneca-სთან, სადაც ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით, გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ასე რომ, ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის ლიდერებთან გამართულ სამიტზე.