სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო 111 ვეტერანი მორაგბე განცხადებას ავრცელებს

Nusagi

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო 111 ვეტერანი მორაგბე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ვეტერანი მორაგბეები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს სარაგბო ოჯახში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების განვითარებას, რომელიც გაცდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებს და ზოგადად ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას. სარაგბო თემისთვის ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელმაც დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხო და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა თაობის მორაგბის მიერ ნალოლიავებ და თავგამოდებით შექმნილ ჯანსაღ გარემოს და წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ დამსახურებულ ავტორიტეს. ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, რომ ქართული რაგბის წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას, პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ, რომელიც თავს უფლებას აძლევს ილაპარაკოს მთელი სარაგბო საზოგადოების სახელით, ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია, რადგან დაპირისპირების შემდგომი გაღრმავება უკიდურესად დააზიანებს და ჩიხში შეიყვანს აღმავლობის გზაზე მყოფ ქართული რაგბის მომავალს და ჩვენი ერთგული გულშემატკივარის უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს. ჩვენ – ყველა თაობის მორაგბე – ზუსტად ვართ გათვითცნობიერებული და სრულ ინფორმაციას ვფლობთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ოჯახში და ამიტომ ვთვლით, რომ დაპირისპირება ამ ფორმით უპირობოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მუშაობა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და საერთო მიზნების გარშემო გასაერთიანებლად. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყველა თაობის რაგბის ვეტერანების უდიდესი ნაწილი შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს – ბატონ სოსო ტყემალაძეს და მოისმინა მისი მოსაზრება შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა და ქართული რაგბის შემდგომი წინსვლის პერსპექტივების შესახებ, ასევე ვუყურეთ მის ვრცელ ტელე-ინტერვიუს პალიტრანიუსზე და ყველაფერ ამაზე დაყრდნობით გვინდა განვაცხადოთ, შემდეგი:

ვეტერანები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ „რაგბის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროგრამას“, და რაც სარაგბო თემისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სრულად ვიზიარებთ მის ხედვას – დაპირისპირების დაძლევისა და სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის გზების შესახებ; – არსებული ვითარებით უკმაყოფილო მხარეს კი მოვუწოდებთ, რომ თავი გაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთელი სარაგბო თემის სახელით აპელირებას. მათ მიერვე შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით კი, ვურჩევთ, შეეცადონ ცივი გონებით შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა, ხელი შეუწყონ დაპირისპირების შეწყვეტისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ შეთავაზებულ წინადადებებს და საქმიანი კამათისა და ანალიზის მეშვეობით ერთიანად ხელი შეუწყოთ ქართული რაგბის წინსვლას და ერთიანობას.

ამას მოითხოვს სარაგბო თემის უდიდესი ნაწილი, რაგბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ჩვენი განვითარების გულწრფელი მხარდამჭერი – საერთაშორისო სარაგბო თანამეგობრობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას. 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს საჯარო რეესტრმა უფლებამოსილება ყრილობის არალეგიტიმურობის მოტივით არ დაარეგისტრირა.

ორგანიზაციამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა დანიშნოს. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად მხობიზნესმენი იოსებ ტყემალაძეა რეგისტრირებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: