ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
ამასთანავე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.
Facebook Comments Box