ჯანდაცვა

„ვაქცინის მიწოდების პროცესის შეფერხების გამო მომწოდებელი მხარე ძალიან წუხს“ – ტიკარაძე

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყნის წინაშე დგას ახალი პრიორიტეტები, ეს არის ვაქცინაცია და ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხება.  

მისივე თქმით, ეს გლობალური გამოწვევაა.

ვინაიდან როგორც ვირუსი იყო ახალი, ასევე ვირუსისთვის დამზადებული ვაქცინების უმრავლესობა წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინას, რომლებიც სისტემის მნიშვნელოვან გადაწყობას საჭიროებენ

ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არის ვაქცინების საკმაოდ დიდი დეფიციტი, რის შედეგადაც სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის დაწყებული, თუმცა ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული და გასული წლის ზაფხულის შემდეგ ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები.

გაერთიანებული ვართ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, რომლითაც შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ პრიორიტეტულ ვაქცინებად სამინისტროს Pfizer-ი და AstraZeneca აქვს არჩეული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შემოვიტანოთ ისეთი ვაქცინა, რომლის ვაქცინაციის შედეგადაც ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაქსიმალურად დაცულები ყველა შესაძლო გართულებისგან. მომწოდებელი მხარეც ძალიან წუხს იმის გამო, რომ ვაქცინის მიწოდების პროცესი შეფერხდა. ისინიც არიან საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ, ვინაიდან მხოლოდ ვაქცინის მიწოდება მხოლოდ საქართველოსთვის არ გადადებულა“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: