პოსტები სოციალური ქსელიდან

ვახო სანაია, ნუ ახდენ ზეწოლას გამოძიებაზე

Nusagi

სანაია მეგობრებში არ მყავს და ამიტომ თქვენი პირით მინდა შევუთვალო! ,- რუსუდან სტურუა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართავს.

„ყველაზე კარგად შენ იცი, იქ რა და როგორ მოხდა!გამოიჩინე სულგრძელობა, ამ სიტყვის მნიშვნელობა თუ საერთოდ იცი და ნუ ახდენ ზეწოლას გამოძიებაზე, რომ სასამართლომდე გირაოთიც არ გამოუშვან ის ახალგაზრდები. ალიყური კი არა, შემთხვევები ვიცით, თუნდაც ჩვენი უახლოესი ისტორიიდან, რომ შვილმკვდარ დედებს უარი უთქვამთ მკვლელის დასჯაზე… ჩემს შვილს არაფერი ეშველება და ეს კი უარესად უნდა დაიღუპოსო!

თუმცა ეს რომ გააკეთო, სულ ცოტა, დიდსულოვანი ადამიანი უნდა იყო და ეს ყველას არ შეუძლია… ვერც დაავალდებულებ. ამ ლინკს გადაავლე თვალი და თუ, თავიდან ბოლომდე ყურება გაგიჭირდება, მე-12 წუთიდან მაინც მოუსმინე. ამ მონაკვეთში ლაშა ყვება ახალგაზრდობაში როგორ დაჭრეს, ეს ბიჭი მასთან სახლში როგორ მიიყვანეს და რა უთხრა მას მედეა ჯაფარიძემ…

ასე იქცევიან დიდსულოვანი ადამიანები, მითუმეტეს როცა კატასტროფულ უბედურებასთან არ გვაქვს საქმე და შენს შემთხვევაში ნამდვილად არა გვაქვს, რადგან კარგად ნაცემის შენ არაფერი გეტყობა და ჩვენ, შენი ფავორიტი პარტიისა და ხელისუფლების დროს ცემა როგორი იყო და ნაცემებიც როგორი კარგად გვახსოვს!

სხვათაშორის, გვარამიამ რომ ქალბატონს ყველას თვალწინ ჩააფეთა და არავის პასუხი არ მოუთხოვია ეგეც გვახსოვს და საერთოდ იმდენია, რომ მაგათ რა ჩამოთვლის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: