სოციალური ქსელები და მედია

ლალი მოროშკინა- ვაპირებ მივმართო ფეისბუქის სათაო ოფისს, რომ კარგად შეისწავლონ ამ ქალის უკანონო ქმედებები

Nusagi

მეგობრებო, გაცნობებთ რომ პოლიტიკური ნიშნით მდევნის ქართული ფეისბუქ-ადმინისტრაცია! როგორც ვიცი, მისი ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილია, რომლის გადადგომასაც მე ვთხოვდი მისი ტელევიზიის ხელმძღვანელობის დროს,-ამის შესახებ ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კინწურაშვილი ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან დაუსჯელი გადადგა და ახლა ამიტომ ბედავს ამდენს.

„ბოღმა და Შურისძიება არ აძლევს მოსვენებას ამ ნაციონალს. სამწუხაროდ “ნაციონალი”-ყოველივე ბილწის სინონიმი გახდა!

ასე, წაიშალა გუშინდელი ჩემი ინტერვიუ “ობიექტივზე”, იშლება და რეპორტდება ყველა ჩემი გადაცემა “რადიო ჯორჯიან თაიმსზე”.

ვაპირებ მივმართო ფეისბუქის სათაო ოფისს, რომ კარგად შეისწავლონ ამ ქალის უკანონო ქმედებები! ამდენს ბედავენ ახლა და რომ მობრუნდნენ ხვდებით ხომ, რას გვიზამენ? მე დროებით ვტოვებ ჯორჯიან თაიმსის გუნდს, რათა არ ვაზარალო ისინი ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფბ.ტერორის გამო!

მალხაზ გულა-ჭინჭარაულიНана Гагуа ვიცი, რა ძვირი გიჯდებათ თავიდან გვერდის აღდგენა, იმედია სამართლებრივად დავამარცხებთ ამ ცხრათავიან მონსტრს“,-წერს ლალი მოროშკინა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: