საზოგადოება

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი პავილიონისის ვიზიტზე: მისია ვერ შესრულდა

Nusagi

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ასტა სკაისგირიტე აცხადებს, რომ საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის მისია ვერ შესრულდა. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„პოლიტიკოსი გაემგზავრა უცხო ქვეყანაში და ერთ პოლიტიკურ ძალას დაუჭირა მხარი. სამწუხაროდ, მან შუამავლის მისია ვერ შეასრულა. ეს მისია ჩავარდა, ვინაიდან თუ ორი პოლიტიკური ძალიდან მხოლოდ ერთს უჭერს მხარს, შუამავლობის გაგრძელება შეუძლებელია“, – განაცხადა სკაისგირიტემ.

მისივე განცხადებით, ლიეტუვის სეიმმა უნდა შეაფასოს ის უარყოფითი რეაქცია, რაც პავილიონისის ვიზიტს მოყვა, და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.

„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამის შემდეგ ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა პავილიონისი განმარტებისთვის ლიეტუვის სეიმში დაიბარეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: