ჯანდაცვა

„რომელ ქვეყანაში დამზადებულ AstraZeneca-ს ვაქცინას გავიკეთებთ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ის სტანდარტს აკმაყოფილებს“ – კულუმბეგოვი

Nusagi

„რომელ ქვეყანაში დამზადებულ AstraZeneca-ს ვაქცინას გავიკეთებთ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ის სტანდარტს აკმაყოფილებს,“ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

ექიმის თქმით, AstraZeneca ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უყენებს.

„როდესაც ვამბობთ ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში, აი მაგალითად Apple-ის პროდუქცია ყველამ იცის, რომ რაღაც ერთეული გამონაკლისი ნაირსახეობა მათი პროდუქციისა ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არავის მოსდის აზრად თქვას, რომ Apple ეს არის ჩინური კომპანია ხომ?! ეს არის ამერიკული ბრენდი.

ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც იქმნება, არა მარტო, ბევრი პრეპარატი, რომელსაც იგივე კომპანია „როშე“, „ასტრაზენეკა“ ჰქმნის, ხშირად ისინი გლობალური ბაზრისთვის დიდი რაოდენობის წარმოების და იაფი მუშა ხელის გამო სწორედ აზიის ქვეყნებში იწარმოება.

სტანდარტი არის ის, რასაც უყენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ყველა მარეგულირებელი სისტემა, ამიტომ მე სად დამზადებულ ვაქცინას გავიკეთებ თუ იმის უკან დგას „ასტრაზენეკა“ – არა აქვს ამას მნიშვნელობა, ის სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: