პოლიტიკა

„ხელისუფლებასთან დაკავშირებით ტარგეტირებული სანქციები განიხილება“ – ბოკერია

Nusagi

 „ნერვოზულობის ნიშნებსაც ვხედავთ, როდესაც იაფასიან ხრიკებს ამბობენ პროკურატურის პირით“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებასთან დაკავშირებით სანქციები განიხილება.

ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა მტკიცე, მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება.

„ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით განიხილება ტარგეტირებული სანქციები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი წინააღმდეგი ვარ, რომ სანქციები შეეხოს ქვეყნის დახმარებას და პერსონალურის ლობირებას მოვახდენთ.

როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, გინდა არ გინდა ზარალდება ქვეყანა, ამავდროულად ნევროზულობის ნიშნებსაც ვხედავთ, ეს იაფფასიანი ხრიკი, პროკურატურის პირით ნათქვამი, რომ რაზეც პრინციპული უარი თქვა მელიამ.როგორც შექმნეს ვითარება, ისე უნდა იპოვონ პოლიტპატიმრების გასათავისუფლებად გზები, შემდეგ უნდა დავსხდეთ და მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. არ მინდა ოპტიმიზმი ვაფრქვიო, მაგრამ საჭიროა მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის გაგრძელება“, – აღნიშნა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველი“ ეთერში.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს.

ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

აქციები 2 მარტიდან – 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს – პარლამენტის შენობის პიკეტირება

მარტს – კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს – აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს – აქცია სასამართლოსთან

13 მარტს – მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: