სოციალური ქსელები და მედია

ირმა ინაშვილი: დიდი ხანია მინდა, დრო დავუთმო ამ ცნობილ გარეწარს

Nusagi

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, თამარ კინწურაშვილი დღეს უცხოეთიდან ფინანსდება და „ჩეკისტის“ საქმიანობითაა დაკავებული.

“ამხანაგი თ. კინწურაშვილი ჩვეულებრივი მედია -ზონდერია, კონკრეტული პარტიის საყვირი და დასაყრდენია. მას ერთადერთი ამოცანა აქვს, ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ვინც მისთვის და მისი ფავორიტი პარტიისთვის მიუღებელია, ყველა გამოაცხადოს რუსეთის აგენტად.

ამავდროულად, ქალბატონი მედია- ზონდერი მიზანმიმართულად ეძებს “აგენტებს”, რომ არ შეუწყდეს დაფინანსება უცხოური ორგანიზაციებიდან. თორემ თუ “აგენტურა” არაა, ამხანაგი კინწურაშვილი ვის რად უნდა?! ვითომ პროდასავლურია, სინამდვილეში ჩვეულებრივი ჩეკისტია.

კინწურაშვილის “საქმიანობა”,- ესაა ანტიჟურნალისტიკა, ვიმეორებ: ის მედია- ზონდერია და ვერასდროს დაიცავს ვერც ჟურნალისტის უფლებებს და ვერც ჟურნალისტურ ეთიკას. მას ერთადერთი ეთიკა აქვს- გაანადგუროს არასასურველი ადამიანები.

დიდი ხანია მინდა დრო დავუთმო ამ ცნობილ გარეწარს და ახლა აუცილებლად ვისარგებლებ ჩემი თავისუფლებით. შენ გაჩვენებთ, როგორ უნდა საქართველოს სოციალურ ქსელზე გაბატონება. არჩევნების დროს ჩემი ძმისშვილი მიჭერდა მხარს და ჩემს პოსტებს აზიარებდა.

ჰქონდა პატარა მედია- პროექტი და სრულ ბლოკირებაში მოაქცია. ჩემი ძმისშვილი მე დამიჭერდა მხარს, აბა, კარლო ჭუჭულაშვილის მხარდამჭერი ხომ არ იქნებოდა?! ამ ჩეკისტების დედამ მთელი საქართველო არ გაააგენტა?! მოვიდა დრო, პასუხი გავცეთ წითელ ეშმაკებს-ბოლშევიკუნებს. არ ამოიდგეს ენა ამხანაგმა ჩეკისტებმა?!”-წერს ინაშვილი“,-წერს ირმა ინაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: