Uncategorized

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

Nusagi

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის “ენკასგან” რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია აპოლიტიკური ხასიათისაა. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.

აქციას მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან, მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, ადამიანებს, რომლებსაც „არ სურთ საკუთარი მიწის 100 წლით გასხვისება“. აქციას ასევე შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი 126-ე დღეა გრძელდება, ისინი ღამეებს კარვებში ათენებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: