განათლება

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

Nusagi

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

სიახლეა ის, რომ გამოყენებული ლიტერატურა, რომელსაც მკითხვები ბიბლიოთეკებში დააბრუნებს, წავა 72 საათით კარანტინში, ვიდრე მას თაროებზე დააბრუნებენ.

2 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი რეგულაცებით განაახლებენ მუშაობას მუზეუმები. გაკონტროლდება სამუზეუმო სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა. სავალდებულო იქნება თერმოსკრინიგი, პირბადის ტარება და დეზობარიერის გავლა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,230 ნახვა
%d bloggers like this: