პოლიტიკა

„პრინციპები, რისთვისაც ვიბრძოდით, უცვლელია – პოლიტპატიმრები გარეთ და არავითარი პლებისციტი“ – ნათელაშვილი

Nusagi

„პრინციპები, რისთვისაც ვიბრძოდით, უცვლელია – პოლიტპატიმრები გარეთ და არავითარი პლებისციტი“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ქართველი ხალხის თავგანწირული ბრძოლა თავისუფლების, დემოკრატიის განვითარებისათვის შედის გადამწყვეტ სტადიაში. ჩვენ ვიმყოფებით მიჯნასთან უღელტეხილზე, რომლის იქით უნდა დაიწყოს ქვეყნის გამარჯვებები.

გაზაფხულის პირველი დღე ამის შესანიშნავი დასტურია, კვირტები გამოჩნდა, მალე უნდა აყვავილდეს. პრინციპები, რისთვისაც ვიბრძოდით ამდენი ხანი, უცვლელია და კვლავ აღმატებულია ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრები გარეთ და არავითარი პლებისციტი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: