უცხოური მედია

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Nusagi

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – პირობითი სასჯელი.

BBC-ის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, რა დროსაც მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით განხორციელდება.

66 წლის სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

ექსპრეზიდენტს განაჩენის გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

სარკოზის ყოფილ ადვოკატ ტიერი ჰერცოგსა და ჟილბერტ აზიბერტს იგივე სასჯელი მიუსაჯეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: