პოლიტიკა

„სიაში არ ვარ“ – სანდრო რაქვიაშვილმა ათონელის რეზიდენცია დატოვა

Nusagi

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე მისულმა „გირჩის„ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ სიაში არ არის და სწორედ ამიტომ მოუწია მას პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვება. 

„შევედი და დაველაპარაკე წარმომადგენელს, როცა მივხვდი რომ გაუგებრობაა გამოვედი. აქ სიაში ვარ და მეორე სიაში არ ვარ, ამიტომ, ახლა, რაღაც უხერხულობა რომ არ შემექმნა… „გირჩიდან“ მე უნდა მივსულიყავი, მაგრამ ზურაა ჯაფარიძე და ეტყობა, რავიცი… შეხვედრას არ დავსწრებივარ. ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ თუ სურვილია მოლაპარაკების კომპრომისის არეალი არსებობს. იმედი მაქვს, რომ დიპლომატიური ჩართულობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,596 ნახვა
%d bloggers like this: