პოლიტიკა

შარლ მიშელი- ყველას ვიწვევ დღეს საღამოს შესახვედრად

Nusagi

ყველას ვიწვევ დღეს საღამოს შესახვედრად, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ძალიან მაწუხებს საქართველოში არსებული გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი. საქართველომ, წლების განმავლობაში, მოიპოვა დემოკრატია და მიღწევები. პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიე-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევითა და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევებს და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, რათა შედგეს პოლიტიკური დიალოგი. დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ. დიალოგი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს: პირველ რიგში, ესაა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო. ესაა ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი კომპონენტი. ასევე, მოგიწოდებთ, მეტი ძალისხმევით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ესაა ის გზა და დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობასა და კიდევ უფრო ძლიერ პარტნიორობას. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას“ – აღნიშნა შარლ მიშელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,161 ნახვა
%d bloggers like this: