მედიცინა

შარლ მიშელი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს

Nusagi

„კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა.

„ევროკავშირი „კოვაქს პროგრამის“ მთავარი დონატორია. ამის წყალობით, იმედია, ვაქცინები საქართველოშიც იქნება. ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა.

ევროკავშირის დახმარება უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე კოვიდი. 800 მლნ ევროს მობილიზება მოხდა მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის ბანკის მხრიდან, რომლის წარმომადგენელი მე ასევე მახლავს, იმისათვის, რომ დახმარებები განვიხილოთ. 2007 წლიდან დახლოებით, 1,8 მლრდ ევროა ჩადებული“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: