საზოგადოება

ბჟანიას თანაშემწე: ჩვენ და ქართველები ძმობას უნდა დავუბრუნდეთ (ვიდეო)

Nusagi

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სოხუმის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას თანაშემწე, ბენურ კვირაიაა გადაღებული. ვიდეო რესტორანშია გადაღებული. კვირაია საკუთარი ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს ამბობს და ქართველებთან ძმობის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. 

„მე მინდა ჩემი მეგობრის დავით კვარაცხელიას სადღეგრძელო შევსვა. ის ახლა ბულგარეთში ცხოვრობს. ომი უნდა დასრულდეს. ის კარგ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. ომის ველი უნდა გათავისუფლდეს. უნდა ვიაროთ წმინდა ადგილებში და იქ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ჩვენ ასწლეულობით ერთად ვცხოვრობდით, ისინი არიან ჩვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. უნდა დავუბრუნდეთ ძმობას” – ამბობს კვირაია.

უცნობია ვიდეოს გადაღების ზუსტი დრო და ადგილი. აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაციის „არუაა“ ინფორმაციით, ბენურ კვირაია საქართველოში იმყოფებოდა და „პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტების საკითხს“ განიხილავდა.

სოხუმში ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობასა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას აპროტესტებს. აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიამ „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ოპოზიცია მომხრეებს სოხუმი ცენტრში საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: