ჯანდაცვა

თბილისის N161 სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

Nusagi

თბილისის N161 სკოლაში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორის მოადგილე  ნათელა წულაია ადასტურებს.

მისი თქმით, გეგმური ტესტირების ფარგლებში 3 დღის წინ, კორონავირუსი 4 მასწავლებელს დაუდასტურდა, ასევე ინფიცირებული არიან დარაჯი, ბიბლიოთეკარი და რამდენიმე მოსწავლე.

ამ დროისთვის იზოლაციაში სკოლის 18 თანამშრომელი იმყოფება, ხოლო კლასი, რომლის მოსწავლეებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

„სულ 18 თანამშრომელია იზოლაციაში. მათ შორის არიან მასწავლებლები, ადმინისტრაციისა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები. მე-7 და მე-11 კლასში მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც ეს კლასი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ბევრი ბავშვი არაა ინფიცირებული, ამიტომ სკოლაში სწავლის რეჟიმი შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ნათელა წულაიამ.

მისი განმარტებით, სკოლაში დეზინფექცია გეგმის მიხედვით ტარდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: