Uncategorized

პარლამენტთან 7 პირი დააკავეს

Nusagi

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

„ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, – განაცხადეს უწყებაში.

პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,564 ნახვა
%d bloggers like this: