მედიცინა

სან-მარინოს გეგმა B, ქვეყანამ რუსული Sputnik V შეიძინა

Nusagi

სან-მარინოს რესპუბლიკამ ვაქცინაცია დაიწყო. რესპუბლიკამ ვაქცინა მიიღო, თუმცა ეს რუსული Sputnik V არის. ინფორმაციას abcnews ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების გადადების გამო, სან-მარინომ გეგმა B-ს მიმართა და ვაქცინა Sputnik V შეიძინა. მანამდე სან-მარინო ვაქცინას იტალიიდან ელოდებოდა, მაგრამ ევროკავშირისგან ვაქცინების მიღების პროცესი გადაიდო.

სან-მარინოს მოსახლეობა 33 ათასს შეადგენს. ვაქცინის პირველ პარტიაში 7500 დოზა შედის. ეს მთელი მოსახლეობის 15%-ის ასაცრელად იქნება საკმარისი.

იტალიიდან ვაქცინის მიღება გაჭიანურდა, ვინაიდან იტალიაც და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც კომპანია Pfizer-BioNTech, Moderna და AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების საკითხში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. იტალიაში ვაქცინის 3,7 მილიონი დოზა ჩაიტანეს.

„იმის გამო, რომ ევროკავშირიდან ვაქცინის მიღება გაჭიანურდა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო, ამიტომ სან-მარინომ ალტერნატიული გადაწყვეტილება მიიღო“ – განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ლუკა ბეკარიმ.

Sputnik V-ს შემქმნელებმა რამდენიმე დღის წინ ევროპის წამლების სააგენტოს მიმართა შეკითხვით თუ რა ინფორმაციაა საჭირო ოფიციალური რეგისტრაციის გასავლელად. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ. მაგალითად უნგრეთმა

Sputnik V-ც და ჩინური Sinopharm-ს ვაქცინები დაარეგისტრირა.

სან-მარინოში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ის 3538 შემთხვევა დაფიქსირდა. 73 პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,223 ნახვა
%d bloggers like this: