Uncategorized

ნაციონალური მოძრაობა – განვიხილავთ საპროტესტო ღონისძიებების მოდიფიკაციას

Nusagi

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, კანცელარიისა და პარლამენტის შენობების პიკეტირება გადაიდო. ამის შესახებ ბოკუჩავამ ენმ-ს ოფისში გამართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ოპოზიციური პარტიები დღეს, 15:00 სთ-ზე შეიკრიბნენ. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.

„ენმ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთიანად იმოქმედოს აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით. განვიხილეთ, რომ მოხდეს აქციების მოდიფიკაცია, რათა სამართალდამცველებს არ მიეცეს საშუალება, განხორციელდეს უკანონო დაკავებები“,-განაცხადა მან.

ბოკუჩავას თქმით, ხვალინდელი პიკეტირების ნაცვლად, ჩატარდება ავტომობილების აქცია, ასევე, 13 მარტის აქცია 20 მარტისთვის გადაიდება.

„მცირე საპროტესტო ღონისძიებების მოდიფიკაციას განვიხილავთ“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: