სოციალური ქსელები და მედია

TV პირველის ცრუ ინფორმაციამ ჩემი ბებია იმსხვერპლა, ამას არასდროს ვაპატიებ ამ მატყარა მოძალადეებს

Nusagi

„TV პირველმა“ ჩემს მიმართ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ვითომ მე ჩავამტვრიე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები გორში, რაც აბსოლუტური ტყუილია“, – ამის შესახებ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი ფარნა მახოხაშვილი სოციალურ ქსელშო წერს.

“ამ მატყუარა ტელევიზიების გავრცელებული  ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა მოძალადეებს.

„TV პირველმა“ ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა „TV პირველმა“ ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა.

მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისა და, რაც მთავარია, ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!“ – წერს მახოხაშვილი.

ცნობისთვის: გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა გუშინ მოხდა. პოლიციამ ოფისის დაზიანების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: