პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან

Nusagi

მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ხელისუფლება ჯერჯერობით არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები დიალოგს ხელს არ უშლის.

„ჩვენ ვაპროტესტებთ ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნას და სწორედ ეს არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც აღარ იქნება. ასე რომ, ეს აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან. ულტიმატუმი, რაც ჯერჯერობით მოვისმინეთ, ხელისუფლების მხრიდან არსებობს. გუშინ გაუსვა წითელი ხაზები და დასვა წერტილები პრემიერ-მინისტრმა. ასე რომ, ჯერ თავის რიტორიკაში ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ – დიალოგი თუ წითელი ხაზების გავლა, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: