მედიცინა

თენგიზ ცერცვაძე: სერგო ჩიხლაძე ცოფებს ყრიდა ჩინური და რუსული ვაქცინა არ გამაგონოთო

Nusagi

ასეთი დემაგოგიის ავტორებს, ასეთი ნათქვამი არ უნდა შერჩეთ. ისინი პირდაპირ ბრალს გვდებენ. მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჩვენც – ექიმებსაც მიგვაყოლებენ ხოლმე, რომლებსაც კავშირი არ გვაქვს ვაქცინის შემოტანასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჩინური ვაქცინის შემოტანა ჯერ კიდევ 2-3 თვით ადრე შეეძლო, მაგრამ მან მაღალი სტანდარტი არჩია.

“სამწუხაროდ ადამიანების გარკვეული ჯგუფი – პოლიტიკურად ანგაჟირებული და კიდევ უარესი ე.წ. ჰეითერები ანუ მუდმივად სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანები ეძებენ საბაბს. მათ ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი პანდემიას. ისინი თხზავენ რაღაცებს, მათ შორის თქვენ ეთერში შემოსვლამდე წავიკითხე ბატონი სერგო ჩიხლაძის პოსტი, რომელიც ზნეობის ყველა საზღვარს ცდება.

ამოიღეთ ჩემი პოზიცია – მე არასდროს მითქვამს, რომ ჩინური ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ. მე ვამბობდი, რომ უნდა შემოვიტანოთ ის ვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს. ჩინურ ვაქცინას ასეთი აღიარება არ აქვს და თუ მიიღებს, მერე დავსხდეთ და ვისაუბროთ.

ასეთი დემაგოგიის ავტორებს, ასეთი ნათქვამი არ უნდა შერჩეთ. ისინი პირდაპირ ბრალს გვდებენ. მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჩვენც – ექიმებსაც მიგვაყოლებენ ხოლმე, რომლებსაც კავშირი არ გვაქვს ვაქცინის შემოტანასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

ისინი ამბობენ, რომ 103-მა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაო, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმაო. ეს დემაგოგიის მწვერვალია. ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. საქართველომ კი არა. თურქეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა დაიწყეს ჩინური ვაქცინით, რომელსაც არ აქვს ავტორიზაცია, რაც შეეხება სომხეთს და რუსეთს, მათ დაიწყეს რუსული ვაქცინით. ჩვენ არ დავიწყეთ და ველოდებით ამერიკულსა და ევროპულს და ამიტომ დაგვიანდა 2-3 კვირით. ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს, მე არ ვიცი. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის ცოფებს ყრიდა არ გამაგონოთ ჩინური და რუსული ვაქცინაო, ასეთი იყო ზოგადად საზოგადოების შეკვეთა და სახელმწიფომ ეს, ყურად იყო. ვადასტურებ, რომ მათ [საქართველოს] შეეძლოთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა 2-3 თვის წინ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: