პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს

Nusagi

„კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ის დოკუმენტი, რომელიც დაინიცირდება, მთლიანობაში ასახავს ოპოზიციის მიერ მიღწეულ შედეგს, როდესაც მოლაპარაკებები ფასილიტაციის დროს მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ამბობენ, რომ ეს ასე არ არის, ძალიან მარტივი დასამტკიცებელია – არსებობს მაშინ შედგენილი დოკუმენტი და დასაინიცირებელი პროექტი, რომელიც ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც მაშინ ოპოზიციამ დააყენა.

კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ამის მიუხედავად, თუ ისინი თვლიან, რომ დამატებითი მოსაზრებები აქვთ, მოვუწოდებ, ამ პროცესში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და კონკრეტული შედეგი დავდეთ მაგიდაზე. თუ ვინმეს აქვს იმის ამბიცია, რომ უფრო მეტი გააკეთოს, გააკეთოს. კი ნუ ლაპარაკობს და ჩვენ ნუ გვაკრიტიკებს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, უკეთესი გააკეთოს და ამას მხოლოდ მივესალმები.

ეს პროცესი არ მთავრდება არც დღეს და არც შემდეგ შეხვედრაზე, საპარლამენტო განხილვა იწყება და ორთვიანი ვადაა იმისათვის, რომ საბოლოოდ დოკუმენტი კანონად იქცეს. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველა იყოს ჩართული. მათ შორის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინტერესი ისე არ არის გათვალისწინებული, როგორც უნდა ყოფილიყო. თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა და თქვან, რა უნდათ, რა არ გავითვალისწინეთ და როგორ არ გავითვალისწინეთ, ამისთვის საჭიროა, მოვიდნენ და დასხდნენ განხილვებში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა. სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: