ეკონომიკა

ნამახვანჰესთან დაკავშირებით, უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, აუცილებელია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს დაავალა, უშუალოდ ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობის წუხილს პირადად გაეცნონ.

მისივე განცხადებით, შესაძლებელია აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტეო მოსმენებიც გაიმართოს.

„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადებაში გაჩნდა. ბუნებრივია, კითხვები არსებობს და ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასაუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ასევე, ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ. დაიწყეთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ შესაბამისი საკომიტეტეო მოსმენები გამართონ. პარლამენტშიც შეიძლება, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერსებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები, რომ ყველა ცხარე კითხვას პასუხი გაეცეს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, არის ის, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: