პოლიტიკა

გიგი უგულავა: ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება

Nusagi

გუშინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს უფრო დათანხმდება, ვიდრე პლებისციტს.

„აბსოლუტურად უადგილოა და ოპოზიციას ტაქტიკურად არ გვაგდებს უკეთეს მდგომარეობაში წინასწარი დისკუსიები პლებისციტთან დაკავშირებით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს. პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა დოკუმენტში.

თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, რადგან პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში. მას ბევრი პლუსი აქვს, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, არის ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდეს 2024 წლამდე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პლებისციტის საკითხი არ განიხილება.

მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა გამაცხადა რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: