პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ

Nusagi

სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ მისთვის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისთვის არაფერი იცვლება.

„ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ ჩვენი გაცემული პირობის. ვინ რა ცვლილებებს შეიტანს გეგმებში, ეს ჰკითხეთ სხვას. სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ. ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თუ პირთან მეტ ენერგიას ვხედავთ და რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზე.

არაერთხელ მითქვამს, რომ ძალთა გაერთიანება მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლიანი ხალხი მოვიყვანო ხელისუფლებაში. ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. ცალკეული განცხადებები ჩემთვის არაფერს შეუშლის ხელს, ჩვენთვის მთავარია, გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“. ცალკეული განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება“ ,- განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: