პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ანა ნაცვლიშვილს პასუხობს.

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კოვიდინფექციის მართვის პროცესში არამხოლოდ საზედამხედველო საქმიანობას ეწევა, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში პანდემიის გამოცხადების დღიდან. რადგან კომიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა საკანონმდებლო საქმიანობა, ყველა მისი საკანონმდებლო ინიციატივა შუქდება და ის არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, მის მოსაძიებლად მხოლოდ სურვილია საჭირო. კომიტეტი ასევე ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და ყველა სხდომის შემდეგ იმართება საინფორმაციო ბრიფინგები. აღარ ვსაუბრობ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობაზე. რომ არ ჩავთვალოთ, რომ დავიზარე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კომიტეტის აქტივობებს ამ მიმართულებით:

1. 2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მუშაობაში, როგორც ამ საბჭოს წევრი დღემდე, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის თავმჯდომარე. ყოველი საბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ კი იმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

2. კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით პანდემიის დაწყებისთანავე ხორციელდებოდა რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი, მდგომარეობის შესწავლა და ადგილზე რჩევების მიცემა.

3. 2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიეცა უფლება დაედგინა იზოლაციის ან/და კარანტინის წესი, ასევე განესაზღვრა შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც.

4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში 2020 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, სადაც შემუშავებული იქნა COVID 19-ით (დადასტურებული ან საეჭვო) პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და სტაციონარიდან გაწერის კრიტერიუმები, რომელიც გადაეგზავნა რეკომენდაციის სახით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

5. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, 2021 წლის იანვარში შეხვდნენ კლინიცისტებს: ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, ზურაბ უტიაშვილს, მაია ბუწაშვილს, ბიძინა კულუმბეგოვს და დარგის სხვა სპეციალისტებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა გამოწვევებს, ხარვეზებს და მისი გადაჭრის გზებს.

6. 2021 წლის 28 იანვარს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დროებითი წესი, რაც ითვალისწინებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხის დარეგულირებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რაც მნიშვნელოვანი იყო კოვაქს პლათფორმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ვაქცინების მისაღებად.

7. 2021 წლის 17 თებერვალს შეხვედრა შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან, ხოლო 22 თებერვალს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აკირა იმამურასთან. ასევე შეხვედრა გაიმართა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორ – ჰანს კლუგეთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პანდემიასთან და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები.

8. 2021 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად გულისხმობდა პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას.

9. კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის ხელშეწყობით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის განწყობის შესწავლა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

10. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იყო ჩართული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, მათ შორის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების საქართველოსთვის დროულად მიწოდების საკითხი მან განიხილა ყველა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრისას, მათ შორის, 2020 წლის 21 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან ჰანს კლუგესთან, 2021 წლის 9 თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორთან პიტერ ვებლერთან, 2021 წლის 15 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან ენდი მორტონთან, 2021 წლის 16 თებერვალს, ეუთოს თავმჯდომარესთან, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ან ლინდესთან და 2021 წლის 1-ელ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სირთულეები ნაკლები ზიანით დავძლიოთ და სწრაფად დავიწყოთ ვაქცინაცია, პროცესი მაინც ჭიანურდება. საქართველომ მის მიმართ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, მაგრამ კოვაქს პლატფორმის მიერ დაპირებული ვაქცინა ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, რაზეც განმარტება კოვაქს პლატფორმის ხელმძღვანელმა პირებმა და ვაქცინის მწარმოებლებმა უკვე გააკეთეს. მიუხედავად შეფერხებისა, ვაქცინაცია საქართველოში უმოკლეს დროში დაიწყება. მთავარია, შემდეგ არ ვთქვათ უარი ვაქცინაზე“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

რა გააკეთეს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა და ორმა კონკრეტულმა უწყებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად შემოსულიყო? – სწორედ ამ შინაარსის კითხვა გაუგზავნა 9 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: