მედიცინა

როდესაც ქვეყანაში ვაქცინები შემოვა, ხელს სწორედ ის ადამიანები შეგვიშლიან, დღეს რომ ამბობენ ვაქცინა არ არისო

Nusagi

სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველო ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკრაინაში უკვე ხდება, ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ.

„ჩვენთანაც იგივეს იზამენ. ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო, მერე რა, რომ ჯანმოს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო, ნახავთ, თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი იგულისხმებენ ყველა ვაქცინას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: