უცხოური მედია

სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფა თურქეთში – 11 ადამიანი დაიღუპა

Nusagi

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა. 2-მა გადარჩენა მოახერხა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

თურქი სამხედროების ინფორმაციით, კატასტროფა ცუდი ამინდის გამო მოხდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება ჩატარდება.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს გადარჩენილი სამხედროები საავადმყოფოში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Cougar-ის ტიპის ვერტმფრენი ბითლისის პროვინციაში ქალაქ ბინგოლადან ტატვანში მიფრინავდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,213 ნახვა
%d bloggers like this: