Uncategorized

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

Nusagi

დღეს, 5 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში ქუთათელაძის ქუჩა N15-თან, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე სამუშაოები ტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 5 მარტს, დღის 12:00 საათიდან 6 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

თემქის I მ/რ-ს ნაწილს, III მ/რ-ს 1-ელ კვარტალს, XI მ/რ-ს 1-4 კვარტლებს, ზღვის უბნის IV მ/რ-ს, IV, IX, X, Xა კვარტლებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, ღრმაღელის, ლოტკინის მთის, რკინიგზის, ხუდადოვის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლებას.

გლდანის რაიონში:

გლდანის „ა“ I- IV მიკრორაიონებს, შეშელიძის ქუჩას, გმირ კურსანტთა ქ. N20-ს, ვეკუას ქ. N10-ს, ხიზაბავრის ქ. N5-ს.

ჩუღურეთის რაიონში:

მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის და ქებურიას ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: