მედიცინა

ალბათ, ოჯახში გაარკვევენ იმას, თუ რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი

Nusagi

ეკატერინე ტიკარაძე მასსა და ამირან გამყრელიძის შორის უთანხმოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, ამის შესახებ მან „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„წინა ჩართვაში, როცა მკითხეს, არსებობს თუ არა უთანხმოება ჩემსა და ბატონ ამირან გამყრელიძეს შორის, მინდოდა მეკითხა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩვენs შორის უთანხმოების საბაბი. თქვენ კითხვაში მე ამოვიკითხე, რომ თურმე, ეს საბაბი შეიძლება იყოს ნიკა გამყრელიძე. მინდა, ვთქვა, რომ ნიკა გამყრელიძე არ არის ჩემსა და ბატონ ამირანს შორის უთანხმოების საბაბი, ვინაიდან ჩვენს შორის უთანხმოება არ არსებობს.

ბატონი ნიკოლოზი და ბატონი ამირანი ალბათ, ოჯახში გაარკვევენ იმას, თუ რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი და რას თვლის ბატონი ამირანი საჭიროდ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სამთავრობო გუნდმა, ვინაიდან ისიც არის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც უკვე ერთი წელია, სამთავრობო გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინის საკითხის მოგვარება ელჩების დონეზე საკმარისი არ არის.

„არ არის საკმარისი ელჩების დონეზე. ისრაელის მაგალითი ხომ ნახეთ. რამდენიმე თვე ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა „ფაიზერის“ ოფისში ,სანამ ვაქცინები არ გამოიტანა და ჩვენ ამ პატარა ქვეყანას სხვა შანსი არ გვაქვს. მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი უნა იჯდეს ინდოეთში, მეორე ბრიტანეთში, მესამე კიდევ სადღაც, რომ წამოვიღოთ ეს [ვაქცინა]“,- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,897 ნახვა
%d bloggers like this: