სამართალი

თელავში 27 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, მშობლები და ბებია მოკლა

Nusagi

თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მინდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: