საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ

Nusagi

სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. უფრო მეტიც, რეჟიმის შნირი იყო, – ასე პასუხობს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოსა“ და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

„როდესაც ხალხს გლდანის ციხეში მასობრივად კლავდნენ, თვითონ მათ ქონებას იფორმებდა და კიდევ რა ჩამოვთვალო არ ვიცი! უამრავი ადამიანი მხვდება და ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ იმდენი ნაცებს არ უქნიათ, რაც ხაზარაძემ ზემოდან დაგვიმატაო. მოკლედ და გასაგებად – რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ“ – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ცოტა ხნის წინ, „ლელომ“ განცხადება გაავრცელა. პარტია ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: