პოლიტიკა

პიკეტებს შევაჩერებთო გამოაცხადა ოპოზიციამ, ჰოდა ეგრე თუ უნდოდათ, არ ჯობდა 10 პიკეტი მოეწყოთ დღეში, 10 წლის წინანდელი ჩანაწერი გამოექვეყნებინათ?

Nusagi

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარს ეხმაურება:

“ისე, ჩვენში დარჩეს და პიკეტებს შევაჩერებთო, ხომ გამოაცხადა ოპოზიციამ, ნერვები რომ არ აეშალოთ ხელისუფლებაში და დიალოგის შეწყვეტის საბაბი რომ არ მივცეთო? ჰოდა ეგრე თუ უნდოდათ, არ ჯობდა ათი პიკეტი მოეწყოთ დღეში ათ ადგილას, ვიდრე ბერას და ღარიბაშვილის ათი წლის წინანდელი ჩანაწერი გამოექვეყნებინათ? ათი კი არა ოცი-ოცდაათი პიკეტითაც უფრო ნაკლებად აუშლიდნენ ნერვებს პოლიტიკიდან წავედიო რომ თქვა იმ კაცსაც და შესაბამისად მთელ ხელისუფლებასაც.

მიზანი თუ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი სისულელე ვალაპარაკოთ ხელისუფლებას ჯავრიან გულზე, მაშინ ჰო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ რამდენჯერაც არ უნდა “გააშიშვლო რეჟიმი”, ანუ რამდენჯერაც არ უნდა ააგდო ეს ფინთი გოიმები და რამდენი სლეობაც არ უნდა დააცდევინო ან ჩაადენინო, მაინც არ გამოიძერწება მათგან იმ ყბადაღებული ცხრაწელის გადამფარავი სისხლისმსმელი რეჟიმი და შეეცილე თუ გინდა”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: