ბიზნესი

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

Nusagi

8 მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

🔹8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;

🔹საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);

🔹არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

ერთი კვირის შემდეგ, შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და:

🔹15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;

🔹სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგება;

🔹ასევე, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;

🔹თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: