საზოგადოება

საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერით, კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება

Nusagi

მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, -ნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალთა საკითხებს მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მარტი საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ქალთა მიღწევებზე და მათი სახელით მიღწეულ წარმატებებზე, ასევე, დარჩენილ სამუშაოებზე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოში აცხადებენ, რომ 2014 წლიდან, აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახური და სექსუალური ძალადობის პრევენციასა და გამოძიებას.

„მაგალითად, 2015-2017 წლებში ტრენინგების უზრუნველყოფითა და ოფიციალური ვიზიტებით INL-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებში ოჯახში ძალადობისა და დროებითი დამცავი ორდერების შესახებ. იმავე პერიოდში, INL-მა ხელი შეუწყო ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ქსელის განვითარებას, კახეთში ერთი თავშესაფრის აშენებას, თბილისსა და გორში კი თავშესაფრების, მათ შორის – განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, აღჭურვისა და განახლების სამუშაოს“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, სექსუალური ძალადობის საგამოძიებო ტრენინგი INL-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და 2015 წლიდან დანაშაულის ადგილის გამომძიებლებისთვის, სასამართლო ექსპერტიზისა და საგამოძიებო პერსონალისთვის ჩატარებული ტრენინგების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: