პოლიტიკა

სიუჟეტის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მოასწრეს არაერთი ბანერის გაკეთება და უკვე ქართული ოცნების ოფისთან დაეწყვნენ

Nusagi

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ტვ-პირველის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, ოპოზიციის აქტივისტების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციას ეხმაურება.

„მხოლოდ ფაქტები:

1. ვითომდა აღშფოთებულმა მოქალაქეებმა სიუჟეტის დასრულებიდან ( კომენდანტის საათის დროს ) სულ რამდენიმე წუთში მოასწრეს არაერთი ბანერის გაკეთება და უკვე ქართული ოცნების ოფისთან დაეწყვნენ.

2. სასწრაფო წესით გვარამია სხვა მარგინალებთან ერთად ოპოზიციას აბულინგებს – რა დროს პლებისციტია ხალხო?! შვილებს ქუჩაში გვიკლავენო!

3. მელაძის სიუჟეტში, როგორც ყოველთვის, არცერთი რეალური ადამიანი და ფაქტი არ არის წარმოდგენილი მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ასობით ნაწამებ სკოლის მოსწავლეზე.

4. სულ მალე კიდევ არაერთი გარეობა გამოიკვეთება, რომელიც უფრო მეტად ამხელს ამ მორიგ უნიჭო სიუჟეტს!

დასკვნა: სწორედ ასეთი იაფი-ბინძური მეთოდებით რომ ცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამიტომაც არ დგას აქციაზე თქვენი პარტიულიი აქტივის გარდა არავინ და ამიტომაც არასდროს დაგაბრუნებთ ქართველი ხალხი მარკირებულ დეზერტირ სააკაშვილთან ერთად უკან!“,-წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: