პოლიტიკა

უნამუსოებო, დავდო თქვენი კომენტარები?! მკვდარი მეწვა დედა და მკვდარს მიგინებდით! შვილებს მიწიოკებდით, ტყუილს და ცილისწამებას არ მაკლებდით

Nusagi

ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჯს ხათუნა ხოფერია ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისთვისაც აგრესიული კომენტარები სოციალურ ქსელში ჩვეულ საქმიანობად იქცა.

„უნამუსოებო, სიცოცხლე ნუ გაგვიმწარეთ. დავდო თქვენი დათაგული კომენტარები?! მკვდარი მეწვა დედა და მკვდარს მიგინებდით! შვილებს მიწიოკებდით, ტყუილს და ცილისწამებას არ მაკლებდით. გიკვირთ, ალბათ, რომ არ ამოგადინეთ სისხლად. ჩემმა შვილებმა რომ არ გაგიგდეს წიხლქვეშ. რომ არ დაიღუპეს ცხოვრება თქვენი დამპალი სიცოცხლის გამო.

მე, მე ვთხოვე, ვეხვეწე და ვემუდარე, რომ გადამერჩინეთ… არა… ისინი რომ გადამერჩინა თქვენი დაგეშილი მსტოვრებისგან. თქვენ ადამიანური არაფერი გესმით. მეზობლების და მშობლების თანდასწრებით დატუქსვასაც კრიმინალს ეძახით… ბავშვებს შორის ჯგუფური დაპირისპირების თავიდან აცილებასაც დანაშაულად აკვალიფიცირებთ. შავზე თეთრს ამბობთ და თვალებში ნაცარს გვაყრით.

რა უნდა გვექნა, უნდა გვეცემეთ?!… უნდა ამოგვეხადა სული თარგამაძისეულად?! სასაფლაოზე უნდა აგვეცვით დანაზე გირგვლიანივით?! რა უნდა გვექნა, რომ ჩუბინიძის პრევენციული გაფრთხილება იავნანად მოგჩვენებოდათ! ისე, როდემდე უნდა ვისხდეთ სახლებში და ვუყუროთ ამ მკვლელების და მოძალადეების პერფორმანსებს??????ამოვიდა სული და ეგაა რა“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: