პოლიტიკა

ფოთის „ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე პარლამენტის წინ, კარავში, ღომს აკეთებს

Nusagi

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავნჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, თბილისში იმყოფება, პარლამენტის წინ, სადაც მან სახელდახელოდ ღომიც კი გააკეთა. ღომის კეთების პროცესი სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავამ გაავრცელა.

“23 თებერვლიდან აქ ვართ. ჩვენი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სანამ მიზანს არ მივაღწევთ, აქ ვიდგებით. უკან არ დავიხევთ” – განაცხადა დაეჯან ცხვიტარიამ “აიპრესთან”.

მისი თქმით, ღომმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

“ჩემი გაკეთებული ღომი ძალიან მოეწონათ. დღეს პირველად გავაკეთე. აქ ელემენტარული პირობები არ გვაქვს, შუქი არ გვაქვს. თუ გინდა ჩაკვდი აქ, ხელისუფლებისგან არანაირი რეაგირება არაა. მეგობარმა გარეცხილი ღერღილი მომიტანა და უცებ გავაკეთე. ფოთიდან გამომიგზავნეს ჩემმა მეგობრებმა და გავაწყვეთ აქ მეგრული პატარა სუფრა” – განაცხადა დარეჯან  ცხვიტარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: